რის პასუხისმგებლობა ავიღო, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე? – გომელაური ფაილებზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოსმენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ იცის, რაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

“გამოძიება დაწყებულია, დაელოდეთ, ნუ ხართ სულსწრაფები. რის პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე?”, – ასე პასუხს ის სუს-ის ფაილების შესახებ დასმულ კითხვებს.

გომელაურის თქმით, ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა, რომ “ყველას უსმენენ”.

“უკანონო იყო?” — კითხვით პასუხობს მინისტრი დიპლომატების ფარულ მოსმენასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

რაც შეეხება მეორე ძალოვან მინისტრს, სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის”.