რის სანქცირებას ითხოვენ – სამების ტაძრის? – დავით მათიკაშვილი

”რის სანქცირებას ითხოვენ – სამების ტაძრის? ” ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების”  წევრი დავით მათიკაშვილიევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

“როდიდან გახდა მაღალი ევროპული ღირებულება ჭეშმარიტი გმირების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოამაგე მოღვაწეების ანტიგმირებად გამოცხადება და პირიქით, სადისტური რეჟიმის შემოქმედების, თვალსაჩინო და ევროპული სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული ანტიგმირების, გმირებად და მოწამეებად მონათვლა!!!

საინტერესოა რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან: სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია მონასტრის აშენების თუ რეკონსტრუქციის?! თეატრების და მუზეუმების გადარჩენის და აღდგენის? ! შენარჩუნებული და გადარჩენილი ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის?! თუ სააკაშვილის და გვარამიას მიერ წართმეული და ივანიშვილის მიერ ჩვენი ხალხისთვის დაბრუნებული ღირსების გრძნობის?! ეს სია ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული ღვაწლის ჩამონათვალი შესაძლოა დაუსრულებლად გაგრძელდეს….

ევროპული ღირებულებები და ფასეულობები პირველ რიგში სიმართლის აღიარებას და პატივისცემას გულისხმობს, სიმართლეს რომელსაც ტყუილი, “ფეიკი” და ვიწრო პარტიული თუ ლობისტური ინტერესები ვერაფერს დააკლებს.” – განაცხადა მათიკაშვილმა.