“მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ვინაიდან, ამ არჩევნებში, მართლაც, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, ისე საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით ოპოზიციას ნამდვილად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა.

ჩვენ ვამბობდით, რომ ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევებში მიღებული მხარდაჭერა, რომელიც მან მიიღო, იყო ნამდვილი, ლეგიტიმური და შვიდთვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი, რაშიც მათ შორის ბატონი რიშის და ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რომ ეს მოლაპარაკეები დასრულებულიყოდა ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგი მაშინ იყო ლეგიტიმური და ნამდვილი”

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა, ჯიმ რიშიმ თქვა, რომ ეს არჩევნები წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელი იყო.