ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება რკონის ხეობაში. რკონის ხეობაში შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები იწვის. კასპში ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.
“11 კერაა დარჩენილი, ნაწილი ჩააქრეს, მუშაობენ მეხანძრე-მაშველები”, – ამბობს კასპის მერის წარმომადეგენელი, ჯემალ ბროლაძე.
მისივე ინფორმაციით, ხანძარი “არც ისე ახლოსაა” რკონის ისტორიულ სამონასტრო კომპლექსთან.