როგორია ენერგოდარის მარიონეტი მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, ენერგოდარის დე-ფაქტო მერის, ანდრეი შევჩიკის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი ცნობით, მას მსუბუქი ჭრილობები აქვს და მელიტოპოლის საავადმყოფოში მკურნალობს.

“ენერგოდარის მერი მსუბუქად დაშავდა. ის მელიტოპოლის საავადმყოფოშია. ამჟამად მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება”, – განუცხადა წყარომ Tass-ს.

დე-ფაქტო მერს ყურის ბაროტრავმა და ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს.

ცნობისთვის, დღეს დილით დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, სავარაუდოდ ადგილობრივმა პარტიზანებმა ააფეთქეს სახლის შესასვლელი, რომელშიც ოკუპანტების მარიონეტი მერი ცხოვრობს. შემთხვევის შედეგად ანდრეი შევჩიკი და მისი ორი მცველი დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ენერგოდარის მერმა დიმიტრი ორლოვმა გაავრცელა.