პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი ამბობს, რომ მსახიობი კახი კავსაძის მკურნალობა დადებითად მიმდინარეობს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.
„ბატონი კახი კავსაძე ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა, დაახლოებით 4-5 დღის წინ. მდგომარეობა კრიტიკული იყო. სახეზე იყო მისი ძირითადი დაავადებების გართულებები. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ინფექციურ–ტოქსიური შოკი, ძილიანობა, ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად შეიძლება მკურნალობა დადებითად ჩაითვალოს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. ვიმედოვნებთ რომ, თუ ასე გაგრძელდა, ძირითადი დაავადებების გამწვავებები ლიკვიდირებული იქნება და დაახლოებით ერთ კვირაში გაეწერება ბატონი კახი კლინიკიდან“, – აცხადებს ლევან რატიანი „ტვ პირველთან“ საუბარში.
მისივე იფორმაციით, კავსაძე მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ კახი კავსაძემ რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი გადაიტანა. მისი მდგომარეობა 28 ნოემბერს დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მსახიობმა 16 დეკემბერს დატოვა. ის კლინიკაში 2 დღის წინ დააბრუნეს.