გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
“ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1 აპრილს +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 – 31 მარტს +10, +12, ხოლო 1-3 აპრილს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.