გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
“ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება”,- ვკითხულობთ სააგენტოს პროგნოზში.
მათივე ცნობით, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი იქნება.