როგორი ამინდია მოსალონდელი 28 აპრილამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აპრილამდე ქვეყანაში უამინდობაა მოსალოდნელი.

“26 აპრილიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”,– წერია სააგენტოს განცხადებაში.