როგორი ამინდი იქნება კვირის ბოლომდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისშიც ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, გამოდარებებით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.