როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

17 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 18-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.