გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
მათი ცნობით, დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს.
ამასთან, 6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი