გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 აპრილიდან მაღალ მთაში მოსალოდნელია ზოგან თოვლი, ზღვაზე სამ-ოთხ ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.