როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

15 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. შესაბამის ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 16-17 ნოემბერს შედარებით აგრილდება, გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი. 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და შედარებით ცივი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი. 16-17 ნოემბერს აცივდება და ზოგან მოთოვს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან თოვლი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი.