როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 იანვრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

“მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს. საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს”,– წერია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.