გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი იქნება.
მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.