როგორი ამინდი იქნება 27 ოქტომბრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 ოქტომბერს გაწვიმდება (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, სააგენტოს ინფორმაციით, 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.