როგორი ამინდი იქნება 29 ივლისამდე

26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურამ 27 ივლისს შესაძლოა,  +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.

თბილისში 25-26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი იქნება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.