გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.