მაგნიტსკის სიაში მყოფი პირი მინისტრად რომ ვერ დარჩებოდა ისეთ ხელისუფლებაშიაც კი, როგორიც ეს რუსული რეჟიმია, ყველასათვის ნათელი იყო.
დასავლეთის კარები და საფინანსო მომსახურება სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაეკეტა, ესეც ნათელია. როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული.
დამთავრდება ომი და ადრე თუ გვიან რუსეთის ნომრიან აგენტს, ფარცხალაძე-რომანოვსაც კი მოუხსნიან სანქციებს. გომელაური ნამდვილად არ იყო აგენტი, მაგრამ ივანიშვილის მონა იყო და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა.
ასე ეხმაურება შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე.