„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა. როგორც კი დასრულდება აშშ-დან და ევროპიდან დაფინანსება, ომი დასრულდება. ყოჩაღ, თამამი და სწორი პოზიციაა ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება“,

ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და როგორც კი აშშ და ევროპა მას დაფინანსებას შეუწყვეტენ, ომი დასრულდება.