“ბატონ თენგიზს შეფასებებში, იმიტომ რომ, წარმოიდგინეთ, ეს [აცრების რაოდენობა] არის ჩვენი მოსახლეობის, რაც დაგეგმილი გვქონდა, იმის მეოთხედი დაახლოებით… შესაბამისად, როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ისევ იმას ნიშნავს, რომ ისევ გვექნება არამარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ, ძალიან მაღალი სიკვდილიანობა, ჩვენ ხომ გვაქვს უკვე მაგალითები, ნებისმიერ მსოფლიო პლატფორმაზე რომ შეხვიდეთ, ისრაელში, ჩვენზე გაცილებით მეტია ავადობა 100 000 მოსახლეზე, მაგრამ სიკვდილიანობაა, ჩვენზე რვაჯერ-ათჯერ ნაკლები… ეს არის გადამწყვეტი – ვიქნებით აცრილი, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე დღეები მოგველის, რაც დღესაც არის და რაც იყო კიდევ უფრო კატასტროფული აგვისტოში”
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფორმულას ეთერში.