როგორც კი ეს კრიზისი დაიწყო, ჩვენ ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით. არავინ იყო მზად იმისთვის, რომ ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, ეს როდემდე გაგრძელდებოდა. დღესაც არავინაა ამისთვის მზად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარაში სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო სესხის თანადაფინანსებაში იმ სასტუმროებსაც მიეხმარება, ვისაც 20 მილიონ ლარამდე აქვთ ბრუნვა. გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, ინდუსტრია, 2020 წლის განმავლობაში, ქონების გდასახადიდან იქნება გათავისუფლებული.
“კრიზისის დაწყებისას პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ ვეცადეთ ცეცხლი ჩაგვექრო და საშუალო ზომის სასტუმროებს, ვისაც პირველ რიგში დახმარება დასჭირდებოდა იმათ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ. ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასასახი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, ისე განვითარდა ეს კრიზისული ეტაპები. ახლა გადავდგით შემდეგი ნაბიჯები. ინდუსტრია, სრულად, 2020 წლის განმავლობაში, ქონების გდასახადიდან იქნება სრულად გათავისუფლებული. სასტუმროებს, რომლებსაც სესხის თანადაფინანსებაში მივეხმარებით, მათი რაოდენობაც გავზარდეთ. აღარ იქნება 50 ნომრამდე, ეს იქნება, სასტუმროები რომელთა ბრუნვაც არის 20 მილიონამდე. დანარჩენი სასწრუმროები სხვანაირად სტრუქტურირებული ბიზნესებია და ამიტომ ამის არც საშუალება არ არის და არც აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილი იყო ტუროპერატორები, რომლებსაც უკვე გარკვეული ჯავშნები ჰქონდათ გაკეთებული. მათაც პროცენტის დაფინანსების ნაწილში მივეხმარებით. გიდები ცალკე საკითხია, სოციუმია, მათთვისაც გარკვეული ნაბიჯები გვექნება,”- განაცხადა გახარიამ.