დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემედეგ ბევრმა ადამიანმა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა და ტაძარში სიარული დაიწყო, ამიტომ COVID-19-ს აქვს როგორც უარყოფითი, ისე ,,საოცარი დადებითი მხარეებიც”.
,,ამ მოვლენებმა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. რაც ეს ვირუსი საქართველოში გავრცელდა, ბევრმა ადამიანმა თავის ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა და გადაახალისა. პირველ რიგში, ადამიანებმა დაიწყეს ტაძარში მოსვლა. ისეთი ადამიანები მოდიან დღეს ტაძარში, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ… ბევრმა გამოთქვა სურვილი დაბრუნებოდა ეკლესიის წიაღს.
მე როგორც მოძღვარი, ვფიქრობ, რომ როგორც ამ ვირუსს აქვს უარყოფითი მხარეები, ასევე აქვს საოცარი დადებითი მხარეები… ადრე ადამიანები არ ფიქრობდნენ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. როცა ჩინეთში გავრცელდა ეს ვირუსი სხვა ქვეყნებს არაფერში თავი არ შეუზღუდავს, ცუდი გამონათქვამია მაგრამ, “სხვისი ჭირიო ღობეს ჩხირიო”- ასე იყო. ახლა უკვე მთელ დედამიწას მოედო ეს სენი და ყველა დაფიქრდა”,- ამბობს დეკანოზი.
მისივე თქმით, კორონავირუსი გვირგვიანია, ვიღაც ღვთისგან მიიღებს გვრიგვინს, ვიღაც ეშმაკისგან.
,,ასე დავყოფდი ადამიანის ცხოვრებას: კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ. თვითონ ეს კორონავირუსი, როგორც განიმარტება, გვირგვინია, გვირგვინს ნიშნავს ეს ვირუსი. მე ასეთ რამესაც ვფიქრობ, რომ ეს არის გვირგვინი. ვიღაცა მიიღებს გვირგვინს ღვთისაგან ამ ვირუსის შემდეგ და ვიღაცა გვირგვინს მიიღებს ეშმაკისაგან”,- აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას.