საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პრაიდსაც და მის კონტრაქციასაც აქვთ უფლება, საკუთარი სათქმელი გამოხატონ, თუმცა ეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით უნდა მოხდეს.
“საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას ყველა პირს რომ მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში და თქვას თავისი სათქმელი, ანუ ისარგებლოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით, შესაბამისად, რა თქმა უნდა, როგორც პრაიდს, ასევე კონტრაქციასაც აქვს უფლება გამოხატოს თავისი სათქმელი, ოღონდ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი”,– ამბობს ნინო ლომჯარია.
ის მოუწოდებს პოლიციას, პრევენციული ნაბიჯები გადადგას.
“რადგანაც ისმის წინასწარ უკვე გარკვეული ძალადობრივი მოწოდებები, მუქარა, რომ ხელი შეეშლებათ მოქალაქეებს გამოხატვის შესაძლებლობაში, მე ვფიქრობ და მოვუწოდებ პოლიციას გადადგან პრევენციული ნაბიჯები, რომ იმ დღეს ძალადობის ყოველი გამოვლინება იყოს აბსოლუტურად დაზღვეული და ყველა მოქალაქემ შეძლოს მშვიდობიანი ფორმით, მშვიდად, უსაფრთხოდ გამოხატვის თავისი პოზიცია”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.