“როგორც საკუთარ ყურებს ვერ ნახავენ უსარკოდ, ისე ვერ გაიგებენ ჩვენგან ამ არჩევნების შედეგთა აღიარებას”,- ასე ეხმიანება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთავრობის მოწოდებებს.
მისი თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი უნდა შედგეს, ოღონდ მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე და სხვა ნიუანსებზე.
ნათელაშილი ვაშაძის განცხადებასაც აფასებს და აცხადებს, რომ შესაძლოა მას დიპლომატიურ წრეებთან კომუნიკაცია ჰქონდა.
“ბატონ გრიგოლს საარჩევნო კამპანიის პერიოდში შევხვდი ერთხელ სხდომაზე, რამდენიმე დღის წინ და ამის თაობაზე ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. ის მაღალი რანგის დიპლომატია და შეიძლება ჰქონდა რაღაც კომუნიკაციები გარკვეულ წრეებთან და რაღაც მიზეზის გამო ეს არ გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვართ ამ საქმეში დამნაშავეები”,- ამბობს ნათელაშვილი.