სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის აშენება ექსპერტების დასკვნის შედეგად მიიღეს.
“კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ გასულ წელს მივიღეთ, წინ უძღოდა შესწავლის ძალიან ბევრი პროცესი და ექსპერტების დასკვნების შედეგად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული”,- ამბობს მინისტრი.
მისივე განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ჰქონდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა საკმარისი.
“სამწუხაროდ, ის კომუნიკაცია, რომელიც ოფიციალურად და ფორმალურად განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თვითონ გარემოს შეფასების კოდექსი ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას, ჩვენ გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის, განხილული იყო წარმოდგენილი კვლევები, მაგრამ, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, ალბათ, ეს კომუნიკაცია, მეტია კიდევ გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან, რისთვისაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ”,- თქვა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა თურნავასა და დავითაშვილს დაავალა, ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობას კითხვენზე პასუხები გასცენ.