”როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში? პასუხი შემზარავია” – ზურა ბატიაშვილი

“რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ თვითმფრინავის დაზიანების შემდეგ პილოტებმა ითხოვეს რომელიმე ახლომახლო აეროპორტში დაჯდომის ნებართვა. რუსებმა არ გასცეს ასეთი ნებართვა არც მახაჩკალაში, არც ვლადიკავკავკაზში და არც ნალჩიკში, სადაც იყო შანსი, რომ დაზიანებები გადაეღოთ ტელეფონით, რითაც გამოჩნდებოდა რუსეთის სახელმწოფოს მიერ ჩადენილი დიდი დანაშაული”.  –  ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი განმარტავს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში, რომელმაც კატასტროფა განიცადა.

”ბევრი კითხულობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში.

ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია:საქმე იმაშია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ თვითმფრინავის დაზიანების შემდეგ პილოტებმა ითხოვეს რომელიმე ახლომახლო აეროპორტში დაჯდომის ნებართვა;

რუსებმა არ გასცეს ასეთი ნებართვა არც მახაჩკალაში, არც ვლადიკავკავკაზში და არც ნალჩიკში, სადაც იყო შანსი, რომ დაზიანებები გადაეღოთ ტელეფონით, რითაც გამოჩნდებოდა რუსეთის სახელმწოფოს მიერ ჩადენილი დიდი დანაშაული;

რუსების სურვილი იყო, ეს დაზიანებული თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩამოვარდნილიყო და კვალი წაშლილიყო. მაგრამ თვითმფრინავმა რაღაცნაირად მაინც მიაღწია ყაზახეთამდე და იქ კი ვნახეთ, რაც მოხდა;

ცალკე გასაკრვევი საკითხია, ითხოვა თუ არა ამ თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაჯდომის უფლება და თუ ითხოვა, რა პასუხი მიიღო. რუკაზე ერთი დახედვითაც ჩანს, რომ გროზნოდან თბილისამდე უფრო ახლოა, ვიდრე ყაზახეთამდე. ჩვენთვის ამ საკითხის გარკვევაა მნიშვნელოვანი”.- წერს ბატიაშვილი.

 

 

აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას. 25 დეკემბრის ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო 38-ი ადამიანის გარდაცვალება. ყაზახეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის პროკურატურა 32 გადარჩენილის შესახებ იუწყებოდა.26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღედაა გამოცხადებული.