როგორ გაათავისუფლეს მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან – დეტალები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი 9 რუს წვევამდელში გაცვალეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის უფროსის პრესსპიკერმა, დარია ზარივნაიამ განაცხადა.

“მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გათავისუფლდა რუსების ტყვეობიდან. მის სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო 2002-2003 წლებში დაბადებული ცხრა ტყვე ჯარისკაცი. ისინი, ფაქტობრივად, ბავშვები არიან. ახალწვეულები, რომლებიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში არ არიან, მაგრამ მთელი მსოფლიო კვლავ ხედავს, რომ ისინი იქ არიან”. – თქვა დარია ზარივნამ.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერის გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.