აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი საზოგადოებას რჩევებს აძლევს, როგორ გაუმკლავდნენ კორონავირუსის შემდგომ დეპრესიას.
“ბევრი მოძრაობა, განსაკუთრებით ღია სივრცეში, ვარჯიში, იოგა, უბრალოდ ფეხით სიარული ან სირბილი, მზე, იმ აქტივობებზე კონცენტრირება რაც სიამოვნებას განიჭებთ, ურთიერთობები, მუსიკა, mindfulness(მედიტაციური) აქტივობები, ჯანსაღი კვება (არ იგულისხმება ორგანული ან რაიმე განსაკუთრებული საკვები, უბრალოდ სწორ დროს და სწორი დოზით კვებაც უკვე ჯანსაღია).
ნაკლები დრო კომპიუტერთან და განსაკუთრებით ვირტუალურ ურთიერთობებში, თუ შესაძლებელია – საკმარისი ძილი (ამის დრო არასდროს მაქვს). ასეთია ჩემი პირადი რეცეპტი”,– წერს გეგეჭკორი.
მისი თქმით, მთელი გაზაფხულ-ზაფხული “კოვიდ ჯოჯოხეთში” იმუშავა, რასაც თან ფსიქოლოგიური ტრავმა ახლდა.
“ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით გავუძელი და დეპრესიის გარეშე გადავიტანე”,– აღნიშნავს აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი.