როგორ გამოიყურება მარიუპოლის ევაკუაცია თანამგზავრიდან

ბოლო 24 საათში მარიუპოლი თითქმის 5 ათასმა ლტოლვილმა დატოვა. სულ ბოლო ერთ დღეში ალყაშემორტყმული რუსული ქალაქებიდან თითქმის 10 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. კომპანია Maxar–ის ფოტოზე, რომელიც ამერიკულმა ჟურნალისტმა, ჯერ დეჩმა ტვიტერზე გამოაქვეყნა, ჩანს მანქანების გრძელი კოლონა, რომელიც მარიუპოლიდან მიდის. ქალაქში კვლავ რჩებაა დაახლოებით 200 ათასი ადამიანი.