საქართველოში, კორონავირუსი ყაზახეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. ის ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სწორედ რამიშვილმა უშუამდგომლა ყაზახ ბიზნესპატრნიორებს ზღვისპირა ქალაქში კარანტინის გერდის ავლით სტუმრობისთვის. ინფიცირებული სტუმარი არც ინფექციურ და არც რესპულიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, უცნობია ისიც, რატომ გადამალეს ყაზახეთის მოქალაქე და როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სასტუმროს ადმინიტრაციაში კოვიდ 19-ის შემთხვევას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ყაზახ სტუმარს მანამდე გამოხატული სიმპტომები არ ჰქონია. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მასთან ერთად მყოფ სხვა სტუმრებსაც და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია და ყველა მათგანი ორ კვირიან კარანტინში იმყოფება.
ყაზახეთიდან საპატიო სტუმრებთან აქტიური კომუნიკაციის მიუხედავად, სასტუმროს მფლობელი და მასპინძელი კარანტინში არ იმყოფება. გიორგი რამიშვილს დღეს “მთავარმა არხმა” საცხოვრებელ სახლში მიაკითხა. ჟურნალისტებს ადგილზე დაცვა და მისი კუთვნილი ავტომანქანა დახვდა, ეჭვი იმის შესახებ, რომ ბიზნესმენმა სავალდებულო კარანტინი დაარღვია, სასტუმრო “რედისონის” ადმინისტრაციის თანამშრომრომელმა დაუდასტურა. გიორგი რამიშვილი არც კარანტინშია და საკუთარ სახლში, სტუმრებს აქტიურად იღებს.
ქვეყანაში გავრცელებულ შერჩევით სამართალზე საუბრობენ ოპოზიციაში, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს რიგითი მოქალქეები ვალდებულები არიან ორ კვირიანი კარანტინი გაიარონ, მთავრობასთან დაახლოვებული პირები საკუთარი ნებით მოქმედებენ.
მთავარი არხი ამბობს, რომ ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით საქართველოში შემოსვლაზე და ინფიცირებული პირების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საგულდაგულოდ გადამალულია.
ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით შემოსვლაზე და მათ შორის ინფიცირებული პირების ყოფნაზე ბათუმში გასული კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქამდე დაუდასტურებელი ინფორმაციის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარმა პროტესტის ნიშნად სასტუმროც კი დატოვა.
„რადისონის“ სტუმრები ბათუმელებს უყვებოდნენ, რომ სასტუმროს მაღლივი ორი სართული ჩაკეტილია.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ დაადასტურეს. უწყებაში ბათუმელებს უთხრეს, რომ „რადისონის“ ყაზახი სტუმრები მათ არ შეუმოწმებიათ“.
„რადისონის“ მმართველ კომპანიაში კი დაადასტურეს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა.
„კომპანია „სილქ ჰოსფითალითი“ ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“ ერთ-ერთი სტუმრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებას ეხმიანება. სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის“ ერთ-ერთ სტუმარს, ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა კოვიდ -19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.
კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, სტუმარი გადაყვანილი იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმრო „რადისონის“ თანამშრომლებმა იმოქმედეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. ადგილზე მაშინვე მოვიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს მოკვლევა და გასცეს დამატებითი რეკომენდაციები.“ – ასეთია კომპანიის პოზიცია.
ამ დროისთვის ბათუმის რედისონი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.