ღია საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს ურჩევს, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ პოლიცია სახლში მიაკითხავთ.
“პირად ჩხრეკებზე:
- თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563
- სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან
- არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ
- შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა
- ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახებში იბოდიალონ პოლიციელებმა (ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება)
- პირდაპირ არ გაუღოთ კარი ან საერთოდ არ გაუღოთ ‘გაზის ინსპექტორს’, რომელიც მოულოდნელად გეწვიათ, ან მეზობელს, რომელსაც ნიორი შემოაკლდა დილის 7 საათზე. იყავით ყურადღებით.
ციფრული ჰიგიენა:
- წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ
- სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ
- საფუძვლიანი წაშლისთვის ყველა მონაცემის – iShredder (აიფონისთვის)
- სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში
- ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.
და რაც მთავარია – იყავით მხნედ – პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსავენ ხოლმე. ჩხრეკები ჯერ-ჯერობით სისხლის წესით დაკავებების გარეშე მიმდინარეობს” – წერს ბრაჭველი.
დღეს, 4 დეკემბერს, დილიდან, ყველა ოპოზიციურ პარტიების ოფისში პოლიცია გასაჩრეკად შევიდა.
რამდენიმე წუთის წინ გირჩი-დროას ოფისთან ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. ასევე დაკავებულია “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი გელა ხასაია და მოძრაობა დაფიონის დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.