“როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?!”- ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანების ვიწრო წრე იკავებს მთავარ პოზიციებს.
თუ გადახედავთ რა პოლიტიკოსები, რომელი კადრები წამოწიეს წინ და ვინ ჩააჩოჩეს, მიხვდებით, რომ პირიქით, – ძველი, 2012 წლამდე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ სახეების წამოწევა ხდება და იმ ადამიანების, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით იმ ბრალდებებში, რაც მათ მიმართ სამართლიანად არსებობს, პრაქტიკულად, გვერდზე გაირიყა. ახალი სახეების შემოყვანა კი არა, ძველი სახეების წამოწევა ხდება, რომლებთანაც არის დაკავშირებული მთავარი პრეტენზიები. როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?! საერთოდ, როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი ადამიანი ერთმანეთს?! – ეს მიუთითებს ტენდენციაზე, რომ განახლების საპირისპირო პროცესი მიდის. საბოლოოდ ეს პარტია დარჩება იმ ადამიანების ამარა, ვინც თავიდანვე იყვნენ ამ პარტიაში და მიხეილ სააკაშვილიც ამყარებს თავის ძირითად იმედებს. პირველ პირთან დაახლოებული ადამიანების ვიწრო წრე იკავებს მთავარ პოზიციებს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.