როგორ შეცვალა HIMARS-ებმა უკრაინაში ომის მსვლელობა

ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე განმარტავს, თუ როგორ შეცვალა HIMARS-ებმა უკრაინაში ომის მსვლელობა.

”უკრაინის შეარაღებული ძალები აგრძელებენ რუსული საოკუპაციო ძალების საბრძოლო მარაგებისა და პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ადგილების ეფექტურ დაბომბვებს,
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მრავალფუნქციური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების HIMARS-ების გამოყენებით 23 ივნისიდან 4 ივლისამდე დონბასისა და ზაპოროჟიის ფრონტის მიმართულებაზე დაახლოებით გაანადგურა:
?საბრძოლო მასალების 15-ი საწყობი
?1სამხედრო ავიაბაზა
?როტაციაზე მყოფი საოკუპაციო ძალების 4-ი ყაზარმა
?3-ი სამეთაურო პუნქტი
?3-ი ლოჯისტუკური მომარაგების კვანძები (სადაც განთავსებული იყო ასევე საბრძოლო მარაგები),

საუკუპაციო ძალების ზუსტი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა HIMARS-ების ეფექტური გამოყენების შედეგად რომელიც ცალსახად ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით ხორციელდება(მოკავშირეების დამსახურებით) შესაძლოა ვთქვათ რომ:

1)რუსებს მოუწევთ მომარაგების ხაზების გაგრძელება და ლოჯისტიკური კვანძების გადატანა ფრონტის ხაზიდან სიღრმეში,რადგან HIMARS-ების გამოყემებით ფრონტის ხაზიდან 60-70 კილომეტრის რადიუსში ეფექტურად ანადგურებს პირადი შემადგენლობის კონცენტრაციისა და საბრძოლო მასალების მარაგებს, ასევე რუსებს მოუწევთ სამეთაურო და საშტაბო პუნქტების ფრონტის ხახიდან მოშორებით გადატანა, რაც საოკუპაციო ძალების დემორალიზაციას გააღრმავებს, რადგან რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები უშუალოდ საომარ ზონების სიახლოევს ყოფნით ცდილობენ ფრონტის ხაზების შენარჩუნებას და შეტევების ორგანიზებას, რადგან საოკუპაციო ძალებში ხშირია დეზერტირობის მაგალითები…

2)რუსული არმიის მობილურობა მნიშვნელოვნად შემცირდება და ერთ ადგილზე დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაცია რომ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვის ხაზები ადვილი ნადავლი გახდება HIMARS-ებისათვის, ამის მაგალითები გვაქვს უკვე, შესაბამისად რუსული არმიის შეტევები შენელდება ფრონტის გარკვეულ მიმართულებაზე შესაძლოა აიღონ ოპერატიული პაუზაც…

3)რუსული არმიის მთავარი უპირატესობა (რომელიც არტილერიაა და არა მხოლოდ…) მნიშვნელოვნად შემცირდება რადგან საბრძოლო მარაგების დროული(რადგან ლოჯისტიკური მომარაგების ხაზები გაიზრდება) მიწოდების გარეშე რუსული არტილერია ვეღარ შეასრულებს თავის პირვანდელ ფუნქციას…

4) ამერიკული მრავალფუნქციური ბორბლენიან შასიზე მოძრავი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების HIMARS-ები,რომელიც სადესანტო ჯარებისათვის შეიქმნა გამოირჩევა მობილურობით, რაც ამცირებს მის აღმოჩენის ალბათობას კონტრბატარეული რადარით, იყენებს ზუსტი დამიზნების GMLRS-ების GPS-ით მართვად რაკეტებს, გამომდინარე აქედან ის დიდ თავსატეხს გაუჩენს რუსულ არმიას შესაბამისად უნდა ველოდოთ საოკუპაციო ძალების შეტევების ინტენსივობას კლებას, რაც უკრაინის არმიას მისცემს შესაძლებლობას ფრონტის გარკვეულ მიმართულებებზე ოპერატიული ინიციატივა ხელში აიღოს…

5) უკრაინის გენშტაბის გადაწყვიტილებით უკრაინის არმიის ტაქტიკური უკან დახევა მოხდა(ორგანიზებულად, რომელიც ავიაციის გამოყენებით დააზღვიეს უკან დახევის ოპერაცია) ლისიჩანსკიდან ქალაქ სივერსკის მიდამოებში და ახალი თავდაცვის ხაზი მოაწყო უკრაინის არმიამ, გამომდინარე იქედან რომ HIMARS-ებს ეფექტურად იყენებს უკრაინის არმია, ამ მიმართულებაზე რუსების პირდაპირი მასირებული შეტევა სივერსკის თავდაცვის ხაზზე ნაკლებად სავარაუდოა ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან ფლანგიდან შემოურონ სამხრეთით ბახმუტის და ჩრდილოეთით მიკოლაივკა-კრამატორსკის მხრიდან, რადგან კიდევ ერთხელ შეუმქნან ალყის საფრთხე უკრაინის არმიას ქალაქ სევერკისთან, თუმცა ეს მანერვები ნაკლებად ეფექტური იქება რადგან HIMARS-ებისათვის ფლანგებიდან შეტევების პრევენცია შესაძლებელია, რადგან უკრაინის არმიის თავდაცვის ხაზი მეტნაკლებად გასწორებულია და ზურგის მხრიდან მომარაგება უწყვეტ რეჟიმში მოხდება(ლისიჩანსკისაგან განსახვავებით), რუსებს მოუწევთ ოპერატიული რეზერვებისა და მთელი ძალისხმევის გამოყენება რათა შეძლონ დონეცკის ფრონტის მიმართულებაზე წარმატებული შეტევების განხორციელება რისი ალბათობაც ყოველდღიურად მცირდება HIMARS-ების გამოყენებით რუსული საბრძოლო მასალების მარაგების უზუსტესი დაბომბვების გამო…

მიუხედავდ ამერიკული Himars-ების მრავალფუნქციური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ეფექტურობისა, უკრაინული არმიის ტაქტიკური უკან დახევა სევეროდენცკი-ლისიჩანსკიდან აუცილებელი გახდა, რადგან 4 ერთეული Himars-ი ბრძოლის სურათს დროის მოკლე მონაკვეთში ბუნებრივია ვერ შეცვლიდა
(Himars-ების გამოყენება მარტო მაღალი მნიშვნელობის სამიზნეებზე ხდება, ყველაზე ღირებული და პრიორიტეტულია სამეთაურო პუნქტები და მერე მომარაგება და ლოჯისტიკა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ შედეგს გამოიღებს…)ამიტომ უკრაინის შეარაღებულ ძალებს ესაჭიროება სამხედრო კომპონენტების: ავიაციის, ჯავშანტექნიკისა და საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების მიწოდება ინტენსიურ რეჟიმში რათა შეძლოს ომში გარდატეხის შეტანა… მიუხედავად რთული ვითარებისა Himars-ებმა პოზიტიური მოლოდინის დღის წესრიგი უკვე შექმნა, რომელიც ომის მსველელობაზე დიდ გავლენას მოახდენს…

ამერიკელების განცხადებით უკრაინელი ჯარისკაცები ეფექტურად იყენებენ M142 HIMARS-ებს, მათი თქმით მიმდინარეობს კიდევ 50 უკრაინელი სამხედროს გადამზადება, გავრცელებული ცნობით 15 ივლისამდე კიდევ 4 ერთეულ HIMARS-ს მიაწვდიან უკრაინის არმიას და აღსანიშნავია ის გარემობა რომ უკრაინას შესაძლოა მიაწოდონ GMLRS-ის GPS-ით მართვადი რაკეტების ბოლო მოდიფიკაცია GMLRS ER(Extended-Range) რომლის მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია…

გავრცელებული ინფორმაციით დიდ ტბრიტანეთში უკვე გაირა მომზადება 450 უკრაინელმა სამხედრომ M270-ების მუხლუხოებიან შასიზე მოძრავი მრავალფუნქციური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემების ასათვისებლად, რაც ნიშნავს ათეულობით M270 MLRS-ის სისტემის მიწოდებას უკრაინისათვის უახლოეს მომავლში, ამასთანავე დიდი ბრიტანეთის გენშტაბის განცხადებით ყოველი სამი თვის პერიოდში 10 ათასი უკრაინელი სამხედრო გაივლის წვრთინსა და აღჭურვის პროგრამას რომელიც გაგრძელდება უკრაინაში ომის დასრულებმადე…” – წერს შავაძე.