მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც გიორგი გახარიამ ნამარტა საკმაოდ რთული იქნება იმ ადამიანების რიცხვის დადგენა და დახმარება, რომლებიც ქვეყანაში თვითდასაქმებულები არიან.
„თვითდასაქმებულები გარკვეული პრობლემააა. გადასახადებს ყველა უნდა იხდიდეს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ომში ვიმყოფებით და ამ პრინციპით ახლა არ გავარჩევთ ადამიანებს. ამიტომ არაფორმალურად დასაქმებული, როგორც კი შეძლებს დაადასტუროს, რომ რაიმე სახით შემოსავალს იღებდა, სოციალურ დახმარებას მიიღებს. თვითდასაქმებულს შეუძლია წარმოადგინოს მაგალითად ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრეს შეუძლია წარმოადგინოს იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც შრომობდა… რაიმე სახის საბუთი საგადასახოდან, რაც ელემენტარულად ადასტურებს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ სოციალური დახმარება გავცეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.