ვრცელდება კადრები, როგორ ჩამოვარდა ასურეთში საჰაერო ბურთი

ტელეკომპანია “მთავარი არხი” ასურეთთან დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი ვიდეოკადრებს ავრცელებს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ელექტრობოძს, რის შემდეგაც მას ცეცხლი ეკიდება.

ასურეთში, უბედური შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპნენ, ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და მფრინავები – რამაზ უთურგაური და კრიშტოფ ზაპარტი, პოლონელი მფრინავი.