როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობა, როცა იქით მხარეს სააკაშვილია? – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, როდესაც იქეთ მხარეს მიხეილ სააკაშვილია უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობა გართულდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“ამან ჩრდილი მიაყენა ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მმართველ პოლიტიკურ გუნდებს შორის თანამშრომლობა, როდესაც იქით მაგიდასთან, უკრაინის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შეიძლება აღმოჩნდეს თავის ამპლუაში ამ საკონსულტაციო საბჭოდან ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას იმ წლების განმავლობაში, როდესაც ის ოპოზიციაში გადავიდა, რომ არაფერი ვთქვათ წარსულზე და კიდევ 9 წელს არ დავუბრუნდეთ”, — განაცხადა არჩილ  თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის’ ეთერში.