როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? ჟურნალისტებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება – მეუფე იაკობს მრევლი დაუპირისპირდა

“როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? ჟურნალისტებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება”- 5 ივლისის კონტრაქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მეუფე იაკობს ბოდბეში, მრევლში დაუპირისპირდნენ.

“როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? 53 ადამიანი ისეთი ნაცემია, რომ შეიძლება, ვერ გადარჩეს და ამაში თქვენი დამსახურებაა, დიახ. როგორ შეიძლება ასეთი ქადაგებები?ჟურნალისტებზე ასე საუბარი, პოლიტიკოსებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება? სად იყო საპატრიარქო? სად იყო? რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები, რატომ, რისთვის? ხედავთ იმ კადრებში. მოდით და ჩამქოლეთ ახლა”, – მიმართა მრევლის წევრმა მეუფე იაკობს.