როდესაც რუსეთს ამის შანსი ჰქონდა, მაშინ უნდა დავეკავებინე – ლედი გაგამ რუსებს სულელები უწოდა

გასულ კვირას, ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე, ამერიკელმა მომღერალმა, ლედი გაგამ რუსებს სულელები უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთში მაშინ უნდა დაეკავებინათ, როდესაც მათ ამის შანსი ჰქონდათ.

“მათ რუსეთში მაშინ უნდა დავეკავებინე, როდესაც ამის შანსი ჰქონდათ. მათ ვუთხარი, რომ ჩემთვის ბორკილები დაედოთ. ისინი მაშნაც სულელები იყვნენ და ახლაც სულელები არიან”. – განაცხადა მომღერალმა.

საქმე ეხება, 2012 წელს რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში გამართულ კონცერტს, სადაც ლედი გაგამ მსმენელს თანასწორობისკენ მოუწოდა.

“მე მქვია ლედი გაგა,  ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ვცხოვრობ.  დარწმუნებული ვარ, რომ ქალები და კაცები თანასწორად იმსახურებენ სიყვარულს. დამაკავე მოსკოვო, ფეხებზე მკიდია “. – თქვა 2012 წელს მოშკოვში სცენაზე ლედი გაგამ.