არსებობს ასეთი ცნება, მაღალკულტურული ინტელექტუალური ადამიანი. როდესაც ეს სუბიექტები ქუჩურად ლაპარაკობენ, ამის წაკითხვა არ არის აუცილებელი.- უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ფორმულას ეთერში ქართული ოცნების წევრების განცხადებები შეაფასა, რომელიც მის მიმართ იქნა გაკეთებული. პოდოლიაკმა ამას “ქუჩური საუბარი” უწოდა.
“რაში მჭირდება ეს. არსებობს ასეთი ცნება, მაღალკულტურული ინტელექტუალური ადამიანი. როდესაც ეს სუბიექტები ქუჩურად ლაპარაკობენ, ამის წაკითხვა არ არის აუცილებელი. მე არ ვიცი, როგორ აძლევთ ხმას ასეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ტონით ლაპარაკობენ. ეს თქვენი შიდა არჩევანია. თქვენ შეიძლება აირჩიოთ ისინი, რომლებიც ნაკლებად განათლებული ადამიანების სტილში საუბრობენ. თუ თქვენ მოგწონთ, პრობლემა არა. მომხრე ვარ ორივე ხელით. ეს თქვენი შიდა პოლიტიკაა. შეუძლიათ ილაპარაკონ, მაგრამ როცა ომი დასრულდება, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ ერთმანეთს დავუსვამთ კითხვებს: თქვენ ხომ ასე ლაპარაკობდით, ხომ მაგარი ბიჭები ხართ, მაშინ აგვიხსენით, ასე რატომ მოქმედებდით? მერე ვისაუბრებთ. ახლა აქ ადამიანებს ხოცავენ და იძულებული ვარ ვუსმინო იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი აზრების არგუმენტირება მოახდინონ”, – თქვა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.