როდესაც ჩვენი გუნდის მინისტრები მოდიან, მწვავე კითხვების დასმას არ ვერიდებით – ზარქუა

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ პარლამენტში მისულ მინისტრებს მმართველი გუნდის წევრები მწვავე კითხვებს უსვამენ.

“როდესაც მოდიან ჩვენთან, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრი მინისტრები, ხედავთ რა მწვავე კითხვები ისმება და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ არ ვერიდებით იმიტომ, რომ დასამალი არაფერია”,– თქვა მან.

დღეს პარლამენტი “მინისტრის საათის” ფორმატში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს.