როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კალაძის პასუხი

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადობრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, თუმცა როდის მოხდება ეს, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. მისი თქმით, დარგის სპეციალიტების მითითებებს ელოდებიან.

„ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა.