“როდის გადადგებით?” – ღარიბაშვილი კითხვას არ პასუხობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ პასუხობს კითხვას, როდის გადადგება. ეს კითხვა ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ, ფორმულას ჟურნალისტმა მას დაუსვა, რის შემდეგაც ღარიბაშვილმა ზურგი შეაქცა და ტერიტორია დატოვა.

 

ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობის წახალისებისთვის ჟურნალისტთა კორპუსი და ოპოზიცია ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს.

ამ დღეს პუტინისტურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს. TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაიცვალა.