როდის გადავა უკრაინა კონტრშეტევაზე – არესტოვიჩის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ, თუმცა ამისთვის საჭიროა მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და “ზურგი”.

მისი თქმით, უკრაინა შეუფერხებლად გადავა კონტრშეტევაზე, როგორც კი ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება.

“მძიმე იარაღი არ გვაქვს. ჩვენ ეს გვჭირდება. დასავლეთი მოგვაწვდის და ჩვენ კონტრშეტევას დავიწყებთ. არანაირი შეფერხება არ იქნება”, – განმარტა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.