როდის გაიხსნება სტომატოლოგიური კლინიკები

სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობის განახლება შესაძლოა დაგეგმილზე ადრე, 22 მაისამდეც შეძლონ.

როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განაცხადეს, უკვე შესულია 70 განაცხადი და სპეციალისტები კლინიკებს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად შეამოწმებენ. არსებული ნორმების დაცვის შემთხვევაში, ისინი მუშაობის განახლებას, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეძლებენ.

სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, აღნიშნულის გარდა სტომატოლოგიურ კლინიკებს პაციენტების თერმოსკრინინგი და სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ. ასევე, მათი შესაბამისად აღჭურვა.

„სტომატოლოგს უნდა ჰქონდეს სრული აღჭურვილობა, ის რაც საჭიროა ინდივიდუალური დაცვისთვის, რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, უნდა არსებობდეს შესაბამისი სივრცე, რათა დიდი რაოდენობის ადამიანების ერთ სივრცეში კონცენტრაცია არ მოხდეს, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაცია ითხოვს“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძე.

 

წყარო : Imedinews.ge