უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს საკუთარ ტერიტორიებსა და ხალხს.
- “ომი უკრაინელი ხალხისთვის დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. გულწრფელად ვამბობ ძალიან ბევრი არ გვჭირდება… ჩვენ გვინდა მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მიწას”.- ამბობს ზელენსკი.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკებები იქნება, ეს დიალოგის ფარგლებში უნდა იყოს და არა ულტიმატუმებით, ისე როგორც რუსეთი საუბრობს.