დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე შეთანხმდნენ, რომ არსებული რეგულაციების აღსრულება უნდა გამკაცრდეს.
“ძირითადი გზავნილები, დღეს რაც იქნა ინტენსიურად განხილული და დათანხმდა საბჭო, გახლავთ ის, რომ განსაკუთრებით გამკაცრდეს აღსრულება პირბადის ტარების დახურულ შენობებში, განსაკუთრებით დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში”,– ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, NCDC-ის ინიციატივაა, რომ ყველანაირ შეკრებებზე ადამიანები მხოლოდ ორჯერადად აცრის, ან ტესტის გაკეთების შემდეგ შეუშვან. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა სერიოზულ შეზღუდვებზეც იმსჯელონ.
“თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. ერთი მხრივ, დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწესებულია.
ასევე, ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრით ან PCR/ სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ. თუ ეს არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება უკვე წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში. ჩვენ ყველა პარამეტრი არის საფუძველი, რომ გამკაცრდეს შეზღუდვები ქვეყანაში მაქსიმალურად”,– აღნიშნა გამყრელიძემ.