ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინას საქართველო 22 მარტის კვირაში მიიღებს. ფაიზერისგან ქვეყანა 29 500 დოზა ვაქცინას ელოდება.
მისივე თქმით, იგივე ეხება ასტრაზენეკას პირველ დოზებს, თუმცა, რა რაოდენობაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
“ასე რომ მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოს ვაქცინაცია უნდა დაიწყოს” – თქვა გაბუნიამ.