ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს კანონის მოპარვაში ადანაშაულებს. როგორც რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, მმართველმა გუნდმა, მისი საკანონმდებლო ინიციატივა მიითვისა რომელიც, მცირე ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას გულისხმობს.
”შეგახსენოთ მინდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი ჩემს საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. მცირე ბიზნესისათვის მინდოდა შეღავათი დამეწესებინა და თქვენ მომწერეთ, რომ ეს ჩვენს მწირ ეკონომიკას საშინლად დაანგრევდა. ეს ეხებოდა 100 000-ის ნაცვლად, 200 000 ლარამდე მცირე ბიზნესის გათავისუფლებას გადასახადიდან. მომპარეთ კანონი. ბევრ კანონს დავწერ კიდევ, რომ მომპაროთ და კარგი საქმეები გაკეთებინოთ.” – განაცხადა რომან გოცირიძემ.